Kote Marjanishvili st. 30 (Near Marjanishvili Metro Station)
რატომ არ მოსდევს საანესთეზიო პრეპარატის ინექციას   ყოველთვის ერთნაირი გაუტკივარება? რომელი ფაქტორები   განსაზღვრავს მის ხარისხს?

რატომ არ მოსდევს საანესთეზიო პრეპარატის ინექციას ყოველთვის ერთნაირი გაუტკივარება? რომელი ფაქტორები განსაზღვრავს მის ხარისხს?


გაუტკივარების ეფექტიანობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის
აღსანიშნავია პაციენტის ფსიქოემოციური სტატუსი. აგზნება ზრდის ტკივილის 
აღქმას და ამცირებს საანესთეზიო საშუალების ეფექტურობას, ამიტომ 
პაციენტებს ვთხოვთ, სტომატოლოგთან ვიზიტისას შეინარჩუნონ სიმშვიდე - ეს დიდწილად განსაზღვრავს გაუტკივარების ხარისხს. მშვიდი პაციენტი ნიშნავს მშვიდ, გაწონასწორებულ ექიმს, მანიპულაციის სიზუსტესა და ეფექტურობას. 
ანესთეზიის ეფექტი მცირდება მისი მწვავე ანთების კერაში შეყვანისას 
(მაგალითად, პულპიტის, პერიოსტიტის დროს). საანესთეზიო საშუალებების 
ეფექტიანობა ნაკლებია ნარკომანთა შორისაც, ასევე - ზოგიერთი სომატური და 
სისტემური დაავადების დროს. რაღა თქმა უნდა, ანესთეზიის ხარისხი 
დამოკიდებულია სწორად შერჩეულ მეთოდსა და პრეპარატზე, შესრულების 
ტექნიკაზე, თუმცა მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ექიმის უმაღლესი 
კვალიფიკაციის შემთხვევაშიც კი არის პაციენტთა მცირე პროცენტი, რომლებზეც ადგილობრივი ანესთეზია არ მოქმედებს ან ნაკლებ ეფექტურია.