კოტე მარჯანიშვილის ქ. 30 (მარჯანიშვილის მეტროსთან ახლოს)

გაწმენდა

დარეკეთ, ჩაეწერეთ და ისარგებლეთ ზამთრის ფასდაკლებაზე პროფესიონალური გაწმენდაზე.

პროფესიონალური სტომატოლოგიური გაწმენდის ჩატარების უამრავი მიზეზი არსებობს, მათ შორის:

ნადებისა და კბილის ქვის მოცილება

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად საფუძვლიანად იხეხავთ კბილებს სახლში, არის ძნელად მისადგომი ადგილები, სადაც ნადები ადვილიდ გროვდება. თუ დროულად არ იქნა მოცილებული ნალექი შეიძლება სულ  რაღაც 24 საათში კბილის ქვად გადაიქცეს. კბილის ქვის ჩამოყალიბების შემდეგ მისი მოცილება მხოლოდ კვალიფიციური ჰიგიენისტის დახმარებით არის შესაძლებელი.

პირის ღრუს ჯანმრთელობის პრობლემების პრევენცია

პროფილაქტიკური სტომატოლოგია სტომატოლოგების ხელთ არსებული ინსტრუმენტებიდან საუკეთესოა პირის ღრუს დაავადებებთან ბრძოლაში. ექვს თვეში ერთხელ ვიზიტი პროფესიონალური წმენდისთვის დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ კარიესი, ღრძილების დაავადება და პირის ღრუს ჯანმრთელობის პრობლემები. თქვენი კბილებისა და ღრძილების სიჯანსაღის შენარჩუნება ნიშნავს შემდგომ კბილების დაკარგვის რისკის შემცირებას.

პირის ღრუს ჯანმრთელობის პრობლემების ადრეული გამოვლენა

პრევენციის გარდა, პრობლემების ადრეული იდენტიფიცირება საუკეთესო საშუალებაა ეფექტური და სწრაფი მკურნალობის უზრუნველსაყოფად. ადრეულ სტადიაზე ღრძილების დაავადებისა და კარიესის შეჩერება ბევრად ადვილია და ხელმისაწვდომი.

ჯანსაღი ღიმილის შენარჩუნება

კბილები შესაძლოა სწრაფად გაუფერულდეს კბილის ქვისა და ნადების დაგროვების გამო. დაგეგმილი სტომატოლოგიური გაწმენდა, ჯანსაღთან ერთად უფრო ნათელ და თეთრ ღიმილს გმატებთ. თქვენს ჰიგიენისტს და სტომატოლოგს შეუძლია მოგაწოდოთ პერსონალური მითითებები კბილების გაწმენდისა და კოსმეტიკური სტომატოლოგიური პროცედურების თაობაზე.