კოტე მარჯანიშვილის ქ. 30 (მარჯანიშვილის მეტროსთან ახლოს)
პირის ღრუს მოვლა ბრეკეტ სისტემის დაყენების შემდეგ

პირის ღრუს მოვლა ბრეკეტ სისტემის დაყენების შემდეგ



ბრეკეტ სისტემის დაყენების შემდეგ პირის ღრუს მოვლას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ბრეკეტ სისტემა ართულებს ჰიგიენის დაცვას, რადგანაც კბილებზე დამაგრებული ბრეკეტები ქმნის გასაწმენდად რთულ ადგილებს. აუცილებელი პირობა არის მაქსიმალურად გულდასმით გაიწმინდოს კბილები ბრეკეტების ირგვლივ. ასევე რეკომნდირებულია კბილების ზედაპირის გასახეხად გამოყენებულ იქნას სპეციალური ჯაგრისები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია კბილთა და ბრეკეტს შორის სივრცეების კარგად გაწმენდა. ამასთანავე უნდა გვახსოვდეს, რომ მარტო ჯაგრისით გაწმენდა საკმარისი არ არის. კბილების პროფესიონალური გაწმენდა აუცილებელია 3 თვეში ერთხელ. თუ პირის ღრუს ჰიგიენას არ მივაქციეთ საკმარისი ყურადღება, შედეგი შეიძლება არ იყოს დამაკმაყოფილებელი, როგორც პაციენტისთვის ასევე ექიმისთვის.