კოტე მარჯანიშვილის ქ. 30 (მარჯანიშვილის მეტროსთან ახლოს)
პაროდონტოლოგია

პაროდონტოლოგია


        პაროდონტოლოგია სტომატოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მეტად საინტერესო მიმართულებაა. ის კბილის საფიქსაციო აპარატის - პაროდონტის დაავადებათა  მკურნალობასა და პროფილაქტიკას მოიცავს. საკუთრივ პაროდონტს ქმნის ღრძილი, პერიოდონტი, ალვეოლების ძვლოვანი ქსოვილი, კბილის იოგოვანი აპარატი ანუ ყველა ის ქსოვილი, რომელიც გარს აკრავს კბილს და კბილბუდეში მის ფიქსაციას უზრუნველყოფს. პაროდონტის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დაავადებებს შორის აღსანიშნავია გინგივიტი, პაროდონტიტი და პაროდონტოზი.
           გინგივიტი - ღრძილისლოროწოვანიგარსის ანთება.შესაძლოა,იყოს გენერალიზებული, როდესაც ღრძილი ზიანდება ყველა კბილის მიდამოში ორივე ან ერთ ყბაზე, და ლოკალიზაბული, როდესაც ღრძილი დაზიანებულია  ერთი ან რამდენიმე კბილის მიდამოში. 
      მწვავე კატარული გინგივიტი ვლინდება ღრძილის ჰიპერემიითა და შუპებით, სისხლდენით, ტკივილით, წვით; ქრონიკული – რძილის ციანოზით, შეშუპებით, გაფაშრებით;წარმოიქმნება ცრუ პათოლოგიური ჯიბეები, ღრძილქვეშა ქვა. რენტგენოგრამაზე კბილთაშუა ძგიდეების ცვლილებები არ ვლინდება.ღრძილს აქვს ჭუჭყიანი-რუხი, ნეკროზული აპკი, რომელიც ადვილად იხსნება. გაშიშვლებული ზედაპირი მუქი წითელი ფერისაა, სისხლმდენია. აღინიშნება მკვეთრი მტკივნეულობა, ავადმყოფი საჭმელს ვერ ჭამს. პირიდან აღინიშნება ცუდი სუნი, გაძლიერებული ნერწყვდენა. ლიმფური კვანძებიგადიდებული და მტკივნეულია; ტემპერატურა 38-390 C-მდეა. ავადმყოფი მოთენთილია, აღენიშნება თავის ტკივილი. დაწყლულებები ზოგჯერ ვრცელდება პირის ღრუს ლორწოვანზე. 
პერიოდონტიტიფესვის მწვერვალის მიდამოში პერიოდონტის ქსოვილის ანთებაა, რამაც შეიძლება მოიცვას კბილის ირგვლივი იოგი და გამოიწვიოს კბილის მორყევა. თუ პერიოდონტიტი მიმდინარეობს ტკივილის გარეშე, მაშინ ხდება ფესვის გარშემო ძვლის განლევა და ყალიბდება გრანულომა (ფესვის მწვერვალზე პარკუჭი) ან კისტა, რომელიც საჭიროებს სერიოზულ მკურნალობას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ორგანიზმის ინტოკსიკაცია.
          პერიოდონტიტი არის ინფექციური და არაინფექციური. ხშირად გვხვდება ინფექციური ხასიათის პერიოდონტიტები, ინფექცია ამ დროს უმეტესად  პულპის (ნერვის) ნეკროზის შედეგად ვრცელდება ფესვის არხიდან პერიოდონტის ქსოვილში. შესაძლებელია ინფექცია გავრცელდეს პერიოდონტალური ნაპრალის გავლით, ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზით. 
არაინფექციური პერიოდონტიტი არის:
                               1) ტრავმული პერიოდონტიტიერთმომენტიანი (დარტყმა, პერიოდონტის ტრავმა პულპის ამოღების შემდგომ) და ქრონიკული ტრავმა (დიდი ზომის ბჟენი, ძაფის კვნეტა, მკვეთრი ჩაკბეჩა).
                              2)მედიკამენტოზური პერიოდონტიტი ვითარდება ძლიერმოქმედი პრეპარატების მოხვედრის შედეგად პერიოდონტულ ქსოვილში (დარიშხანი, ფორმალინი და სხვა). 
პერიოდონტიტის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადებიის სიმძიმის ხარისხზე და მოიცავ რამდენიმე ეტაპებს.


პაროდონტოზი - არის პაროდონტის ქსოვილის დისტროფიული ხასიათის დაზიანება. პაროდონტოზის დროს პირის ღრუს ანთებითი პროცესები არ აღინიშნება. პაციენტი უჩივის კბილების ყელის მიდამოში გაშიშვლებას, კბილების მორყევას.
 
სიმძიმის მიხედვით პაროდონტოზის შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო და მძიმე. პაროდონტოზის მკურნალობა კომპლექსურია. მოიცავს როგორც ადგილობრივ, ასევე ზოგად მკურნალობას.
 
დაწყებით სტადიაზე პაროდონტოზის მკურნალობა მარტივია და შეიძლება მოხდეს მისი ამ სტადიაზე შეჩერება. მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში პროცესი ღრმავდება, პროგრესირდება და მისი შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, რაც იწვევს კბილების სრულ დაკარგვას.