Kote Marjanishvili st. 30 (Near Marjanishvili Metro Station)
როგორ ტარდება გაუტკივარება ალერგიულ პირებში?

როგორ ტარდება გაუტკივარება ალერგიულ პირებში?


ალერგია საკმაოდ ფართო ცნებაა. ალერგიული სტატუსის შეფასება ერთ-ერთი

ძირითადი პუნქტია ანამნეზის შეკრებისას. ის ფაქტი, რომ პიროვნება 

ალერგიულია, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მას სტომატოლოგიაში გამოყენებული 

პრეპარატების მიმართაც ექნება აღნიშნული რეაქცია. სწორად გაანალიზებული 

ანამნეზის, ზოგჯერ - სხვადასხვა ალერგიული სინჯის დახმარებით ხდება 

შესაფერისი მედიკამენტის შერჩევა. ექიმის შეხედულებისამებრ, ხანდახან - 

ალერგოლოგთან ერთად, რამდენიმე დღით ადრე ან უშუალოდ მანიპულაციის 

წინ ტარდება პაციენტის სათანადო მომზადება (ეგრეთ წოდებული 

პრემედიკაცია). ზოგჯერ საჭიროა ალტერნატიული გზების ძიება, განსაზღვრულ 

შემთხვევებში კი შესაძლოა, ადგილობრივი ანესთეზიის ნაცვლად სხვა ტიპის 

გაუტკივარება, მაგალითად, ზოგადი ნარკოზი ჩაითვალოს მიზანშეწონილად.