კოტე მარჯანიშვილის ქ. 30 (მარჯანიშვილის მეტროსთან ახლოს)
რა არის ანესთეზია?

რა არის ანესთეზია?


ანესთეზია - ეს არის ქსოვილების მგრძნობელობის დროებითი დაკარგვა ქიმიური ან ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. ხშირად ანესთეზიას უწოდებენგაყინვას", თუმცა ტემპერატურის დაქვეითებასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს. ანესთეზიის მოქმედების პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: ნივთიერება (ყველაზე თანამედროვე - არტიკაინის ჯგუფის) ბლოკავს არა ტკივილს, არამედ ნერვულ იმპულსს, რომელიც თავის ტვინს გადასცემს სიგნალს გაღიზიანებაზე (ტკივილზე). განსაზღვრული დროის შემდეგ ნივთიერება იშლება და გამოიყოფა, ხოლო ნერვი აღიდგენს ელექტრული პოტენციალის შეცვლისა და იმპულსების გატარების უნარს.


გაუტკივარება ფართოდ გამოიყენება სტომატოლოგიაში მრავალი მიზნით (მათ შესახებ დაწვრილებით ქვემოთ), მათ შორის იმისთვისაც, რომ პაციენტებს არ ეშინოდეთ ტკივილის და მშვიდად ჩაიტარონ მკურნალობა.


დამტკიცებულია, რომ ტკივილის ზღურბლი ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს. ზოგიერთს ადვილად გადააქვს კბილების მკურნალობა, ზოგიერთს - ცუდად. სტრესი, შოკი, შიში - ადრე აუცილებლად ეუფლებოდა ადამიანს სტომატოლოგთან წასვლისას. თანამედროვე სტომატოლოგია განსხვავებულია - იგი იყენებს სხვადასხვა სახის ეფექტურ და უსაფრთხო საანესთეზიო საშუალებებს.